თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის პაიკებისთვის ძალიან მტკივნეულია ძალაუფლების დაკარგვა

ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც  პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.

„იმ ოლქებში, სადაც გარდაუვალია საერთო ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება ხელისუფლება ცდილობს სწორედ იქ მოაწყოს ყველა ტიპის პროვოკაცია, მათ შორის მიმართოს ძალადობას. ივანიშვილის პაიკებისთვის ძალიან მტკივნეულია ძალაუფლების დაკარგვა. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მაგალითად ნიკა მელია არის გამარჯვებული. 60%-ზე მეტი გლდანელის მხარდაჭერა აქვს. მან შეძლო გაერთიანება და არა გახლეჩა. მოახერხა და კონსესუსს მიაღწია სხვადასხვა ჯგუფებთან”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად