თინა ბოკუჩავა: ივანიშვილს 2 არჩევანი აქვს – სანქცირებული ოლიგარქების რიგში ჩადგეს, ან დაჯდეს მოლაპარაკებებზე

ღარიბაშვილის დანიშნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და “ქართულ ოცნებას” ამაზე დათანხმება მაინც მოუწევს.

“ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია. ღარიბაშვილის დანიშნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა. მას სურს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება. მან აირჩია რადიკალი, მილიტარისტი, შავრაზმელი ღარიბაშვილი იმისთვის, რომ უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდაზე. საბოოლოო ჯამში, მოუწევს მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ რომ ძალადობრივად განვითარდეს ამ ქვეყანაში მოვლენები.

დღეს იქნება თუ ხვალ,  დამერწმუნეთ, რომ მოლაპარაკება მოხერხდება. მოლაპარაკებას, მშვიდობას და სამოქალაქო ერთობას ალტერნატივა არ აქვს. რა რადიკალური რიტორიკითაც არ უნდა პოზიციონირდეს ყეყეჩი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. აშშ-ის ყოფილმა ალჩმა იან კელმა მოუწოდა ღარიბაშვილს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არჩევანი გააკეთოს. ერთი მხრივ მას შეუძლია, რომ ივანიშვილს დაეკისროს სანქციები და ჩადგეს სანქცირებული ოლიგარქების რიგში თუ ის აირჩევს ძალადობრივ სცენარს, ან მეორე მხრივ ან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არჩევანი აქვს ახლა ბიძინა ივანიშვილს. ასე, რო, როგორც იან კელიმ უთხრა ღარიბაშვილს, სწორად აირჩიე ბატონო ღარიბაშვილი ,” – განაცხადა “დღის კურიერში” თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...