თინა ბოკუჩავა: გიორგი ვაშაძემ შეთანხმება ოთხჯერ დაარღვია, მათ შორის, როცა პრემიერობის კანდიდატურაზე უკანა კარიდან თამაში დაიწყო

გიორგი ვაშაძემ შეთანხმება ოთხჯერ დაარღვია, მათ შორის, როცა პრემიერობის კანდიდატურაზე უკანა კარიდან თამაში დაიწყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, როცა გიორგი ვაშაძეს კანდიდატურა დაუყენეს.

“ჩვენ სამდივნოში ვიმსჯელეთ ამაზე და გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. იცით, რომ ჩვენ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დაგვეყენებინა მხოლოდ ორი კანდიდატი 8 საარჩევნო ოლქიდან, მაგრამ შემდეგ ამ შეთანხმების დარღვევა მოხდა თავად გიორგი ვაშაძის მხრიდან. ჩამოვთვლი, როდესაც მან დააყენა კანდიდატი საბურთალოზე თამარ ჩარკვიანის სახით და აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც 4 ოპოზიციური კანდიდატია ნაცვლად ერთი შეთანხმებული კანდიდატისა, რომლის მოლოდინიც ჰქონდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე გავაკეთეთ ეს ინიციატივა.

მეორე შემთხვევა იყო, როდესაც მან დაიწყო უკანა კარიდან თამაში და არა ღია თამაში მისი რაღაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით არ იყო სწორი და საკუთარი პოზიციები დაასუსტა პოლიტიკურ კოალიცია “ძალა ერთობაშია”.

მესამე, მოითხოვა ძალიან არარეალისტური და არაადეკვატური კვოტები საარჩევნო სიაში, რაც არის საარჩევნო ბუღალტერია, რითაც არ ინტერესდება ამომრჩეველი. გადარჩენის არჩევნებია ეს და ბოლოს, როცა ის გავიდა იმ ერთობიდან, რომელსაც ჰქვია “ძალა ერთობაშია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად