თინა ბოკუჩავა: განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება

განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა სალომე სამადაშვილის მიმართ კრიტიკას, რაც ხშირ შემთხვევაში მორალის ფარგლებს სცდება.

“საქართველოს გზა ევროპისკენ გადის მათ შორის იმაზე რამდენად შეგვიძლია, როგორც საზოგადოებას, განსხვავებული აზრის მიღება და კრიტიკის იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც არ სცდება პოლიტიკური და ადამიანური მორალის ფარგლებს.
ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი, რადგან ისედაც ქალების გზა პოლოტიკაში გაცილებით მეტი წინააღმდეგობებით არის აღსავსე.
მე მჯერა ჩვენი ევროპულობის, ჩვენი გამარჯვების, საქართველოს გამარჯვების. და ამ გამარჯვებამდე აუცილებლად ღირსეულად უნდა მივიდეთ”, – წერს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, ოპოზოციური პარტიები ხელმოწერით შეუერთდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს გუშინ. ხელმომწერებს შორის არ იყვნენ “ლეიბორისტული პარტია”, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”. თუმცა, სალომე სამადაშვილმა ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. მოგვიანებით კი მან თქვა, რომ მისი და “ნაციონალური მოძრაობის” გზები გაიყო. სამადაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის არაეთიკური ფორმებითაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...