თინა ბოკუჩავა: გახარია თითქოს კარგი კრიზისმენეჯერია არის მითი, რა კორონა გააკონტროლა? – სახლებში გამოგვკეტა

ეს გამოიწვევს იმას, რომ კოვიდ 19-ის პიკი დაემთხვევა სეზონური გრიპის დროს. თუ მოხდება სამედიცინო სექტორის ჩამოშლა და კრიზისი, ეს მთლიანად იქნება “ქართული ოცნების” არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“კორონას რაც შეეხება, მითია ის, რომ თითქოს როგორი კარგი კრიზისმენეჯერია გახარია და გააკონტროლა კორონა. რა გააკონტროლა? ჩაკეტა საზღვრები, ჩაკეტა ადამიანები სახლში. არანაირი რეალური ეკონომიკური დახმარება არ მიუღიათ ადამიანებს.

მაშინ, როდესაც ასე თუ ისე დაბალი იყო ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ შემოიღეს დრაკონული შეზღუდვები, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ მდიდრდებოდნენ. თუნდაც საკარანტინე სასტუმროებს ამუშავებდნენ იმისათვის, რომ მათთან დაახლოებული ბიზნესმენები გამდიდრებულიყვნენ და ახლა აღარ არის შეზღუდვები. ანუ სრულიად არათანმიმდევრულია “ქართულ ოცნება”. ეს გამოიწვევს იმას, რომ კოვიდ 19-ის პიკი დაემთხვევა სეზონური გრიპის დროს. თუ მოხდება სამედიცინო სექტორის ჩამოშლა და კრიზისი, ეს მთლიანად იქნება “ქართული ოცნების” არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. იმის ნაცვლად, რომ თანმიმდევრულად ემოქმედათ და ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციისთვის მოესმინათ, ყველანი სახლში გამოგვკეტეს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად