თინა ბოკუჩავა: გახარია საკუთარ ტყუილებში აიხლართა, მის განცხადებებში ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებია

ივანიშვილს ახლა იმედი აქვს, დასავლელი პარტნიორების დახმარების და ამის შესრულებასაც არ აპირებს. იმ პარტნიორების, რომლებიც ასე გააწბილა, მოატყუა, გადააგდო და რომლებიც საუბრობენ მის პერსონალურ სანქციებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, გახარია საკუთარ ტყულებში აიხლართა.

“გახარიას განცხადებებში ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებია. იმიტომ, რომ 2 დღის წინ, როდესაც გახარია მობრძანდა პარლამენტში ჯერ თქვა, რომ 25 მაისს გავეცით ეს დახმარებაო. მერე მიხვდა, რომ 27-ში იყო მისული პარლამენტში და მერე თქვა, არა, არა, ამას ივნისიდან გავცემთო. დღეს კი გვითხრა, რომ უკვე გაცემულია ეს დახმარებაო. უკვე აიხლართა ეს ადამიანი საკუთარ ტყუილებში. რეალურად, რასაც მოსახლებას “ქართული ოცნება” სთავაზობს, ეს არის ფუყე, ცარიელი დაპირება. ისეთივე დაპირება, რომელიც ივანიშვილს გაცემული ჰქონდა ჯერ 2012 წელს და მერე 2016 წელს.

ახლა იმედი აქვს, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარების და ამის შესრულებასაც არ აპირებს ივანიშვილი. იმ პარტნიორების, რომლებიც ასე გააწბილა, მოატყუა, გადააგდო, რომლებიც საუბრობენ მის პერსონალურ სანქციებზე და დღეს სხვათა შორის “დემოკრატი” კანონმდებელი შეუერთდა იმ რეზოლუციას, რომელიც კონგრესშია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად