თინა ბოკუჩავა: “ენმ” ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბეში მაჟორიტარ კანდიდატს არ დაუყენებს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია დიდუბის ოლქში ზურაბ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენებას არ გეგმავს. ამის შესახებ თიკა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“არ არსებობს დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე დისკუსია, მწვავე ეთერები, მწვავე მსჯელობა, იმიტომ რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს”,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გუშინ, 25 სექტემბერს ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტია იმსჯელებდა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თავისი კანდიდატის დაყენებაზე.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე “თავისივე ფეხში იკეთებს გასროლას”.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის აზრი საინტერესო არა.

“გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სალომე სამადაშვილის პასუხად თქვა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენმ-ის მხარდამჭერების ხმები და ამიტომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად