თინა ბოკუჩავა პრემიერს: დღეს მთვლემარე გომელაურს რომ 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტსა და ავეჯში, ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ ეს თუ არა?

“სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს”

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და პრემიერს ჰკითხა, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ  “დღეს მთვლემარე გომელაურს” პანდემიის დროს 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტსა და ავეჯში.

“პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს, ბატონო გიორგი. რაც შეეხება ჩემს კითხვებს, თქვენ გომელაურივით არ თვლემდით, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოგეპარათ ასევე ჩემი კითხვების უმრავლესობა, მათ შორის, დღეს მთვლემარე გომელაურს რომ 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტსა და ავეჯში, მათ შორის ამ პანდემიის დროს, ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ ეს თუ არა? ასევე ღარიბაშვილზე გკითხეთ, გკითხეთ კორუმპირებულ კალაძეზე და ასევე, როცა ამბობთ, რომ დახმარებას მიიღებს მოსახლეობაო, ყველა, ვისაც სჭირდებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე იმიტომ, რომ 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი საერთოდ თქვენი დახმარების მიღმა დარჩა და რატომ არ გაეცით ეს დახმარება აქამდე? 25 მაისს გავცემთო, 25 მაისი იყო გუშინწინ, ბატონო გიორგი”, – მიმართა თინა ბოკუჩავამ  გიორგი გახარიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად