თინა ბოკუჩავა: ჩვენი მხრიდან თბილისში მხოლოდ ორი კანდიდატის დაყენება ზოგმა დიდსულოვნადაც კი შეაფასა

“სამწუხაროდ, შემდეგ იმ 6 ოლქში ვერ მოხდა შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. მაგალითად, საბურთალოზე, სადაც წარმოდგენილია 4 სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატი და ჩვენ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთ მათგანს არ დავუჭიროთ ღიად მხარი და არჩევანის თავისუფლება მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ცხოვრობს საბურთალოს ოლქში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“რაც შეეხება ისანს, დაგიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რა თქმა უნდა გადაწყვეტილება რაც უფრო მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს მნიშვნელოვანია.

“სწორედ ამიტომ, რომ კონსოლიდაცია მომხდარიყო ოპოზიციური კანდიდატების ირგვლივ, ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგით, ზოგმა დიდსულოვნადაც კი შეაფასა ეს ნაბიჯი,  როცა ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვაყენებდით მხოლოდ 2 კანდიდატს თბილისის ოლქებში.

გიორგი ვაშაძე შეთანხმებული კანდიდატი იყო, იმიტომ რომ ფრაგმენტაცია არ მომხდარიყო, მაგრამ ამის შემდეგ პროცესი ჩვენს ხელში არ იყო. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააჟღერა საკუთარი შეთავაზება, დანარჩენ პარტიებს უნდა შეძლებოდათ შეთანხმების მიღწევა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, რაც აისახა იმაზეც, რომ არის 4 სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატი საბურთალოზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად