თიკა რუხაძე: ახალი სასწავლო წელი იწყება – პარალელურად ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილი ტემპით მიდის

ამის შესახებ ეროვნული სასახლის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი სასწავლო წელი იწყება 🙏
პარალელურად ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც დაგეგმილი ტემპით მიდის. მადლობა თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund და თბილისის მერია / Tbilisi City Hall, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და სასწავლო წლის დაწყებამდე მოვასწრებთ მოიხსნას რუსთაველის მხარეს ღობე, დასრულდება ტროტუარი, მოწესრიგდება ტერიტორია და შესასვლელებიც გვექნება, რომელიც უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით შეგვეძლება გამოვიყენოთ… კომპანია “ინსი” და თავის კონტრაქტორებიც ძალიან დავღალეთ… მაგრამ ეს მოგვცემს საშუალებას, პედაგოგები დავიბრუნოთ სამუშაო ადგილებზე და ჩვენი საყვარელი ბავშვებიც მივიღოთ… და რაც მთავარი – სწავლასთან ერთად გაგრძელდება რესტავრაციის პროცესი.

საქმე კიდევ ძალიან ბევრია! ასეთი სირთულის პროექტი ალბათ იშვიათია – თან რეაბილიტაცია და თან საქმე…

ჩემი აზრით გარედან მოწესრიგება უკვე ძალიან დიდი საქმეა… მიხარია, რომ ამ სილამაზის თუნდაც პატარა ნაწილით ყველა დატკბება… 2024 წლიდან კი ყველა კარი გაიღება და ერთად ვიამაყებთ ჩვენი მდიდარი მემკვიდრეობით.

პატივისცემით ეროვნული სასახლიდან” – წერს თიკა რუხაძე “ფეისბუქზე”.
კომენტარები
იტვირთება...