თინა ბოკუჩავა ნათია თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

ასე მიმართა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, რომელიც ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარსდგა.

“მითოლოგიაზე საუბრობდით და ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. თაღლითი, რომელიც ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირისა და უპერპექტივობის გარდა. გარწმუნებ, რომ 31 ოქტომბერს ამას  ქართველი ხალხი აუცილებლად დაასრულებს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად