თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი – ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. Trade-In-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ავტოცენტრებში ჩააბაროს ძველი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ჩაბარებული ავტომობილი უნდა იყოს მინიმუმ 2006 წელს გამოშვებული მოდელი.

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით.

Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში.

პროდუქტის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს;

Ø ავტომობილის დაბრუნებას და ახლით ჩანაცვლებას

Ø ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ავტომობილის გამოსყიდვის საშუალებას

Ø ხელშეკრულების და ავტომობილით სარგებლობის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას

Trade-In-ის შესაძენათ საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge . ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ქოლ-ცენტრიდან: 2 122 111.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...