თევდორაძე: ქუთაისში, “ქართული ოცნების” მომხრეებმა აქციის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” ქუთაისის ოფისში გიორგი თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, შენობა სადაც პარტიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი და მისი დაზიანება დანაშაულია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფაქტის გამოსაძიებლად უკვე მიმართეს სამართალდამცავებს.

“ეს იყო უპრეცენდენტო უგუნურობის და უპასუხისმგელობის ფაქტი”_განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, რომელსაც კვერცები და საღებავები დაუშინეს, მათ ადგილზე აგრეთვე ცოცხები მიიტანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად