თეთრმა სახლმა ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა,-ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

საუბარი მიმდინარე წლის 21 აპრილს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გაიმართა და ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო ტრამპსა და ზელენსკის შორის.

დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა აშშ-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ თემებზე არ უსაუბრია.

გარდა ამისა, აპრილში, ტრამპმა ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

“როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდებით და მზად იქნებით, მსურს თეთრ სახლში მიგიწვიოთ. ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთან ერთად ვართ”,-მიმართა ტრამპმა ზელენსკის.

25 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი კი გახდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ, თეთრმა სახლმა ლიდერების საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნდა, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადეს. დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, ნენსი პელოსი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. თეთრმა სახლმა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, დემოკრატებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად