თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა იაპონიის უსაფრთხოებისადმი

შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება – დაიცვას იაპონია არსებული ურთიერთთანამშრომლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ 1960 წლის ხელშეკრულების თანახმად, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, ბირთვული იარაღის ჩათვლით. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდა სუგას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.

”შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა იაპონიის უსაფრთხოებისადმი, ურთიერთთანამშრომლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მისი შესაძლებლობების მთლიანი სპექტრის გამოყენებით, ბირთვული  იარაღის ჩათვლით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს, რომ ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ვრცელდება სენკაკუს (დიაოიუიდაოს) კუნძულებზეც, რომლებიც იაპონიის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და ჩინეთთან ტერიტორიული დავის საგანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...