თეთრმა სახლმა Huawei- სთან მუშაობის განახლებისთვის ლიცენზიის გაცემა გადადო

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ამერიკულ კომპანიებზე ლიცენზია არ გასცეს, რაც ჩინურ კომპანია Huawei Technologies-თან მუშაობის განახლებისთვის აუცილებელია. Bloomberg– ის ინფორმირებული წყაროების განმარტებით, ეს პეკინის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც ამერიკისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა დროებით შეაჩერა.

ივნისში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ Huawei- სთან იმუშაონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თეთრი სახლისგან ოფიციალურ ნებართვას მიიღებენ.
გასულ კვირას აშშ-ს ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა განაცხადა, რომ მისი უწყება ლიცენზიის მიღების თაობაზე დაახლოებით 50 მოთხოვნას განიხილავს. თუმცა, ჯერ არცერთი არ დამტკიცებულა.

Huawei- ს გარშემო ვითარება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების ფონზე შეიცვალა. გასული კვირის განმავლობაში, თეთრი სახლი ჩინეთს ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსის მანიპულირებაში ადანაშაულებდა. ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 1 სექტემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით გადასახადებს დააწესებს.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის აღდგენით დაინტერესებული არიან: Intel-ი, Qualcomm-ი და Broadcom-ი, რომელთა წარმომადგენლებმაც აღნიშნული საკითხი დონალდ ტრამპთან ივლისში განიხილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად