თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე თეთრიწყაროში გამართულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე იმყოფებოდა, რომელშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობს.

ფორუმის მიზანია ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, რომლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.
ფორუმში 7 მუნიციპალიტეტი, დაცული ტეირტორიების სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობდა. ადგილზე მოწყობილი იყო საგანმანათლებლო და საბავშვო სივრცეები.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სივრცეში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის ფოტო-გამოფენა. ჩატარდა ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება და ვიქტორინა. სტენდთან მისულ დამთვალიერბელეს კი საშუალება ჰქონდა საქართველოს 6 დაცულ ტერიტორიაზე, ვირტუალური რეალობის საშუალებით ემოგზაურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად