თეთრიწყაროს კლასტერიდან, ანაკლიის საკარანტინო ზონაში მყოფ 2 მცირეწლოვან ბავშვს covid 19 დაუდასტურდა

ანაკლიის საკარანტინო ზონაში მყოფ 2 მცირეწლოვან ბავშვს covid 19 ინფექცია დაუდასტურდა, ხოლო მათ დედას არა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის თქმით, ინფორმაცია 112 -ისთის  უკვე გადაცემულია და უახლოეს საათებში, ინფიცირებულებს  სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ასევე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 86 პაციენტი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს, აქედან 73 საკარანტინო ზონაში მყოფია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად