თეთრი სახლის იურისტი: დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიება უკანონოა

თეთრი სახლის იურისტმა პეტ ჩიპოლონემ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის აცხადებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესმენებს გამოძიებაში არ დაეხმარება, რომლის მიზანია დაადგინოს, არსებობს თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძველი.

”გამოძიება არაკანონიერია, რადგან იგი კონსტიტუციის დებულებებს არ ითვალისწინებს. მას ობიექტურად არ მივიჩნევთ”, – ნათქვამია წერილში, რპომელსაც გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

იგი განმარტავს, რომ გამოძიებაში მონაწილეობა მისი ამჟამინდელი ფორმით, ზიანს აყენებს აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტს და უფლებამოსილების გამიჯვნის პრინციპს. იგი ასევე დემოკრატებს დაუსაბუთებელ პრეტენზიებში ადანაშაულებს.

”აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არსებულ პირობებში არ შეუძლია, რომ ცალმხრივ გამოძიებაში მონაწილეობა მიიღოს”, – წერს ადვოკატი.

მისი თქმით, ტრამპს ასეთი პოზიცია იმისთვის აქვს,რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მსგავსი ნაბიჯებისგან დაიცვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად