თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მინსკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს

შეერთებული შტატები გააგრძელებს ბელარუსის ხელისუფლებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას “მათი ქმედებებისთვის”, მათ შორის სანქციების საშუალებით. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა სამშაბათს, ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ასისტენტის – ჯეიკ სალივანის ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

სალივანმა [შეხვედრის დროს] გამოხატა მხარდაჭერა ბელარუსი ხალხისადმი და პატივისცემა ოპოზიციის სიმამაცისა და  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისადმი. შეერთებული შტატები, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გააგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის სანქციების დაწესებით ”, – ნათქვამია მოხსენებაში.

 

კომენტარები
იტვირთება...