თეთრი სახლი: პუტინის ინიციატივა START ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ წარუმატებლობისთვისაა განწირული

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი წინადადება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გააგრძელოს ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის ზომებზე, განწირულია წარუმატებლობისათვის,- განაცხადა რობერტ ო’ბრაიენმა-ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

“პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დღევანდელი პასუხი ახალი სტარტის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ბირთვული არსენალზე გაყინვის გათვალისწინების გარეშე, განწირულია წარუმატებლობისათვის. შეერთებული შტატები სერიოზულად აღიქვამს იარაღის კონტროლს. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი გადახედავს თავის პოზიციას, სანამ იარაღის ძვირადღირებული შეჯიბრი დაიწყება”, – თქვა რობერტ ო’ბრაიენმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად