თეთრი სახლი: კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპთან მორიგი შეხვედრა სურს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისგან წერილი მიიღო, სადაც ის თეთრი სახლის ლიდერთან მორიგ შეხვედრას ითხოვს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს "ძალიან თბილი, ძალიან პოზიტიური წერილი იყო."
სანდერსმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მზად არის, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მეორე შეხვედრის ორგანიზება დაიწყოს.
როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, კიმ ჩენ ინის გზავნილი იმას მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების მიღწევას ცდილობს.
როგორც სარა სანდერსმა დასძინა, 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის დაფუძნებიდან 70 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები არ უჩვენებიათ. 

როგორც სააგენტო Yonhap-ი აღნიშნავს, სამხედრო აღლუმზე საერთაშორისო ჟურნალისტების ჯგუფი მიიწვიეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აღლუმს დაესწრო, მაგრამ სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, მას კომენტარი არ გაუკეთებია.
ადრე, სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ ჩრდილო-კორეა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავისთვის მიძღვნილ აღლუმზე კონტიტენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირებას არ მოახდენდა.
ეს ვარაუდი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის MIDDLEBURY- ს გუნდის დასკვნებს ეფუძნებოდა, რომელმაც სატელიტური მონაცემები შეისწავლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად