თეთრი სახლი: „დელტა“ ვარიანტის გამო აშშ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს

აშშ არსებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ აპირებს, – შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა, იუწყება Reuters.

„იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო არსებობს, სამოგზაურო შეზღუდვებს ძალაში ვტოვებთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

აშშ-ის მთავრობამ სამოგზაურო შეზღუდვა პირველად 2020 წლის იანვარში ჩინეთს დაუწესა. გასულ კვირაში კი საზღვარი მექსიკასთან და კანადასთანაც ჩაკეტა.

კომენტარები
იტვირთება...