თეთრი სახლი: ბაიდენის საგარეო ვიზიტი უახლოეს მომავალში არ იგეგმება

უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირველ უცხოური ვიზიტს, – ამის შესახებ პარასკევს ჟურნალისტებისთვის გამართულ მორიგ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

”მიუხედავად მისი სურვილისა, რომ ეწვიოს საზღვარგარეთს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, როდის მოხდება ეს [მოგზაურობა]”, – თქვა ამერიკის ახალი ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ პრეზიდენტი აქტიურად ანხორციელებს სატელეფონო ზარებს უცხოელ კოლეგებთან და რომ ასეთი სახის ურთიერთობა ბევრ ევროპელ ლიდერთან კიდევ გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად