“თეთრი ჩაფხუტით” ფონდის დამფუძნებლის გარდაცვალებას ადასტურებს

არასამთავრობო ორგანიზაციამ “თეთრი ჩაფხუტი” არაკომერციული საქველმოქმედო ფონდის Mayday Rescue-ის დამაარსებლის, ბრიტანელი ჯეიმს ლე მეზიურეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

”შოკირებული და დამწუხრებული ვართ სტამბოლში, საკუთარ სახლში ორგანიზაცია Mayday Rescue-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჯეიმს ლე მეზიურეს გარდაცვალების გამო”,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მედიის ცნობით, Mayday Rescue Foundation-ი “თეთრი ჩაფხუტების” ფუძემდებელია.

როგორც ორგანიზაცია მიკრობლოგ “ტვიტერზე” წერს, “თეთრი ჩაფხუტი” თანაუგრძნობ ჯეიმსის ოჯახს თანაუგრძნობს და ასევე “პატივს სცემს ჰუმანიტარულ საკითხზე მის მცდელობებს, რაც სირიელ ხალხს ყოველთვის ახსოვს.”

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლე მეზიურე სტამბოლში საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად