თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხე მიიტანეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში ნაძვის ხე მიიტანეს. ამისთვის ორი ცხენით შებმული ირემი გამოიყენეს. ინფორმაციას თეთრი სახლი “Twitter-ზე” ავრცელებს.

ნაძვის ხე თეთრ სახლში ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ეშის ოლქიდან ჩაიტანეს.

WCNC-ის თანახმად, ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო ხე ეშის ოლქიდან ჩამოდის.

წელს ნაძვის ხე 20 ფუტი (6 მ) სიმაღლისაა.

ნაძვის ხეს, ტრადიციულად, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა.

კომენტარები
იტვირთება...