თეთრ სახლში, ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ

სამშაბათს, ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. ცერემონია გაიმართა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით. მან ცალკე გამართა შეხვედრები სამივე ქვეყნის წარმომადგენელთან და ისაუბრა შეთანხმებების მნიშვნელობაზე, მათ შორის პალესტინელებისთვის, სხვა ქვეყნების შეთანხმებებში უახლოეს მონაწილეობაზე და ირანთან გარიგების პერსპექტივებზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, საკუთარი სახელითა და მისი მეუღლე მელანიას სახელით, ნეტანიაჰუსა(ისრაელის პრემიერ-მინისტრი) და მის მეუღლეს გადასცა სიმბოლური ოქროს გასაღები თეთრი სახლიდან: “ეს არის გასაღები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი გულისთვის”, “შენ გაქვს ისრაელის გულის გასაღები, რადგან შენ ბევრი დიდი საქმე გააკეთე ებრაული სახელმწიფოსთვისა და ხალხისთვის”, – განუცხადა ტრამპმა.

ტრამპმა უარი თქვა კონკრეტული ქვეყნების დასახელებაზე, რომლებიც მიჰყვებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს ებრაულ სახელმწიფოსთან დიალოგის დამყარებაში: “ჩვენ სერიოზული პროგრესი მივაღწიეთ კიდევ ხუთ ქვეყანასთან. <…> ხუთი-ექვსი სახელმწიფო ამაზე მალე წამოვა. მათ მშვიდობა სურთ, დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, დაიღალნენ”, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ტრამპმა ასევე ისაუბრა იმ “ძლიერ სიგნალებზე”, რომლებიც აშშ-მ პალესტინიდან მიიღო: “ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი სიგნალები იმის შესახებ, რომ მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ იმაში, რაც ახლა ხდება. მე ვფიქრობ, რომ პალესტინელებს გარკვეულ მომენტში ვნახავთ”, “თუმცა, სანამ პალესტინელებს ვნახავთ, ვნახავთ, როგორ შეუერთდებიან ამ გარიგებას სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები. სიმართლე გითხრათ, ისინი დღეს აქ იქნებოდნენ, თუკი ჩვენ (აშშ) ამას მოვისურვებდით”(ამაზე საუბრისას მას დეტალები არ დაუკონკრეტებია).

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად