თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის სახელზე გაგზავნილი წერილი მომაკვდინებელ შხამს შეიცავდა

ქვეყნის სამართალდავცავები აცხადებენ, რომ წერილი, რომელიც დონალდ ტრამპისთვის იყო განკუთვნილი, თეთრი სახლის გარე გარე ობიექტზე აღმოაჩინეს, იქ სადაც ოფიციალურ ფოსტას უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს. ამის შესახებ გამოცემა NBCnews იტყობინება.

წერილი, რომლის ადრესატიც ამერიკის პრეზიდენტი იყო, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომაკვდინებელი შხამით იყო მოწამლული.

გამოძიებსი ფედერალურმა ბიურომ გუშინ განაცხადა, რომ იკვლევდნენ საეჭვო წერილს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო ფოსტაში აღმოაჩინეს. გამოძიებაში ქვეყნის საფოსტო ინსპექცია და საიდუმლო სამსახურები იყვნენ ჩართული.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრთხე განეიტრალებულია და საზოგადოებას შუძლია იყოს მშვიდად.

სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, წერილზე აღმოჩენილია სასიკვდილო შხამის, რიცინის კვალი, რომელიც აბუსალათინის თესლისგან მზადდება. შხამი ყველა ლაბორატორიული და საველე კვლევით უკვე დადგენილია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად