თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება და 3 ნოემბერს ჩატარდება

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება, ამის შესახებ თეთრი სახლის შტაბის უფროსმა მარკ მიდოუსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამ უკანასკნელმა, არჩევნების გადადების საკითხი კორონავირუსული პანდემიის გამო წამოჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”ჩვენ არჩევნებს 3 ნოემბერს ჩავატარებთ და პრეზიდენტი გაიმარჯვებს”, – თქვა მიდოუსმა. მისი აზრით, პრეზიდენტის განცხადება მიუთითებს ფოსტით საშუალებით ხმის მიცემის არასრულყოფილებაზე. ოფიციალური პირს მიაჩნია, რომ ამ გზით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემას მიიჩნევს ერთადერთ მიზეზად, რის გამოც მან შესაძლაო არჩევნები წააგოს. “დემოკრატები სტყუიან, ძარცვავენ და იპარავენ. ისინი არ გაგზავნიან ბიულეტენებს ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი მხარს რესპუბლიკელებს უჭერს“, – თქვა მან. ამავე დროს, აშშ-ს ლიდერმა ისაუბრა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი დამარცხების შესახებ.

აშშ-ს არჩევნები დაგეგმილია 2020 წლის 3 ნოემბრისთვის. მონმუთის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52 პროცენტი მზად არის ხმა მისცეს დემოკრატიულ კანდიდატს ჯო ბაიდენს, ხოლო 11 პროცენტით ნაკლები ტრამპს უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად