თესალონიკის ციხეში 12 საქართველოს მოქალაქეს COVID-19 დაუდასტურდა – საქართველოს გენერალური კონსული მათი მონახულების თხოვნით საბერძნეთის უწყებებს მიმართავს

ბერძული მედიის ინფორმაციით, თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებაში COVID-19 დადასტურდა.

“აიპრესი” დაინტერესდა, როდის შეძლებს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტში განგვიცხადეს:

“თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებაში COVID-19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეთა დაკავშირებით
თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე პატიმრების მდგომარეობის თაობაზე, მათი ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მიზნით, ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა წერილით მიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს ანტი-კრიმინალურ დეპარტამენტს და სახალხო დამცველის ოფისს.
წერილში გენერალური კონსული აღნიშნავს, რომ საპატიმროში მყოფ 12 საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა COVID-19, რომ თავად კონსული ყოველდღიურ კონტაქტზე არის საპატიმროს ადმინისტრაციასთან და მათგან მიღებული არის ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდინფიცირებულებთან მიმართებაში დაცული არის ყველა ნორმები და პროტოკოლი, როგორც სამკურნალო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, ქართველი პატიმრების ოჯახები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ციხეში მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გამო. ამის შესახებ გავრცელდა მათი საჯარო მიმართვაც. საქართველოს გენერალური კონსული საბერძნეთის შესაბამის უწყებებს მიმართავს თხოვნით, რომ მისცენ ქართველი პატიმრების მონახულების ნებართვა და შეუშვან საპატიმროში”, – განგვიცხადეს უწყებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად