თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამუშაოებს ყოველდღიურ მონიტორინგს უწევენ შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის მიზნით.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს: მერიის, დავით კლდიაშვილის ძეგლისა და რუსთაველის ქ №114-თან არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ქალაქ თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს რგფ-დან დაფინანსებული 848 800 ლარით შპს “ჯორჯიან სტოუნი” ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად