თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულშიც დაიწყო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ გურამ ცირეკიძესთან ერთად გოდოგანში, კერძოდ ქვაშავას უბანში მიმდინარე გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

“გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 13 პროექტი განხორციელდება, აქედან 4 სხვადასხვა უბანში გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები თავად მოსახლეობამ შეარჩია”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ჯეო ბილდი” შეასრულებს.

2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპლიტეტში 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული. გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 13 პროექტისათვის 54 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად