თერჯოლის მუნიციპალიტეტში “ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში “ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის – “გურიის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ “სოხუმის“ მინიპროექტის “მონაწილეობითი ბიუჯეტი – გზა დემოკრატიისაკენ” დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს მონაწილეობითი ბიუჯეტის კუთხით საკუთარი გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ წარუდგინა.
ევროკავშირის მასშტაბური პროგრამა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
თერჯოლაში პროექტი “მონაწილეობითი ბიუჯეტი – გზა დემოკრატიისაკენ“ სამ ეტაპად გაიმართა, რომლის მიზანი მონაწილეობითი და გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე საჯარო მოხელეებისა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტს თერჯოლაში ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი “ბავშვები – საქართველოს მომავალი” (ხელმძღვანელი რუსუდან კოვზირიძე) უძღვებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად