თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, 17-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად დაათვალიერა.

“ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა. სულ მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა-3 ახალი შენდება, 17 რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 530 ათასი ლარი. მოეწყობა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, კარ-ფანჯრები, სახურავები, ელგაყვანილობა, სპორტული დარბაზები. სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და საერთო ჯამში 200 მოსწავლე შეაღებს ახალი სკოლის კარებს“, – განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე 2 416 000 ლარი დაიხარჯება, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, გამოყოფილია 1 124 000 ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად