A1 ბანერი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ნაგავსაყრელი მათ და კიდევ რამდენიმე ახლომდებარე სოფლის მოსახლეობას გადასახლებას აიძულებს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ნაგავსაყრელისთვის სხვა ტერიტორიის პოვნას თხოვენ და ამბობენ,რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. აქციას პარტია თავისუფალი საქართველოს წარმოამდგენლები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...