თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,ლაშა გოგიაშვილმა სოფ.ღვანკითის ბავშვთა გუნდს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გურამ თურქაძე სოფ. ღვანკითში იმყოფებოდნენ.

პატარებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადეს და თავიანთი ოსტატობა უჩვენეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ღვანკითის პირველობისათვის უბნებს შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.
თერჯოლაში მინი-ფეხბურთში შიდა-სასოფლო ტურნირები მიმდინარეობს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და მონაწილეობას მიიღებენ მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ასპარეზობაში, რომლის ფინალური შეხვედრები “ღვინის ფესტივალზე” გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად