თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ორგანული ჩაის მწარმოებელ შპს “ანდიტრის” დამფუძნებელ ძმებს შეხვდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწერში მცირე მეწარმეებს, ორგანული ჩაის მწარმოებელ შპს “ანდიტრის” დამფუძნებელ ძმებს – გრიგოლ და ელგუჯა ბიწაძეებს ეწვია.

ლაშა გოგიაშვილი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო, ჩაის პლანტაცია და დანადგარები დაათვალიერა, მეწარმეებისაგან ინფორმაცია მიიღო და მხარდაჭერას დაპირდა.

როგორც მეწარმეებმა აღნიშნეს, ორგანულ ჩაიზე, რომელიც სხვადასხვა ფესტივალების პრიზიორია, მოთხოვნა დიდია. ჩაი ძირითადად ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე იყიდება. იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე გავიდეს, ახლო მომავალში დამაფასოებელი დანადგარის შეძენას გეგმავენ. ასევე გეგმავენ ტურისტების მიღებასაც.

“დავათვალიერეთ პლანტაცია, სადაც სეზონზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება და კიდევ დამატებით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის. მეწარმეებისაგან შევიტყვეთ, რის გაკეთებას გეგმავენ სამომავლოდ, რა სახის მხარდაჭერა ჭირდებათ. ჩვენ კი მივაწოდეთ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ფერმერთა დახმარების პროგრამებზე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო “ანდიტრის” წარმომადგენლებს საქველმოქმედო აქციაში ჩართულობისათვის”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად