თერჯოლის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

ორი დღის წინ, თერჯოლის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 24 წლის სოსო ჯალიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდები, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ მსუბუქი ავტომობილით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...