თერჯოლაში საკვები პროდუქტებით დახმარება გრძელდება

თერჯოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტებით დახმარება გრძელდება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან ერთად ამჯერად სიქთარვასა და ეწერში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს მიუტანეს პროდუქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ და აუცილებლად შესასრულებელი რეკომენდაციები გააცნეს.

თერჯოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის სურსათის დარიგება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით დახმარება მიღებული აქვს 350-მდე ოჯახს. ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები ადგილზე მიაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად