თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობეების აღდგენა სრული დატვირთვით მიმდინარეობს

ქალაქ თერჯოლის ცენტრის რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობეების აღდგენა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილსა და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილთან ერთად დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობისა და ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობეების რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 138 998 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საგო” ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად