თერჯოლაში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალები, საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათი ოჯახის წევრები მოინახულეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ღვანკითში ვალერი გოგნაძის მემორიალთან იმყოფებოდნენ. მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე ყვავილებით შეამკეს სოფელ ძევრში უშანგი სოფრომაძის მემორიალი, სოფელ კვახჭირსა და ჭოგნარში კი გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა ვალერი გოგნაძე, უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი, ბადრი ბასილაძე და ალია ბარდაველიძე, რომლის საფლავი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად