თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ ირაკლი ცქიფურიშვილთან ერთად დაათვალიერა, ასევე მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადის დაცვის შესახებ ისაუბრა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით მოაწყობს, რაზეც რგფ-ს დაფინანსებით 639 438 ლარი დაიხარჯება.
რეგიონული განვითარების ფონდიდან გზების მოწყობა მიმდინარეობს ასევე თერჯოლის, თუზის, ნახშირღელის, ქვედა სიმონეთის, ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში. საერთო ჯამში 15 კმ გზა მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად