თერჯოლაში Covid19-ით 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

როგორც „აიპრესს” კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორმა დავით სარიშვილმა განუცხადა გარდაცვლილი ქუთაისიდან იყო.

ის კლინიკაში 14 ოქტომბერს კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს. პაციენტს რამდენიმე დაავადება მათ შორის გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მკურნალობის კურსი რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად