თერაპევტი: თუ მძიმე მდგომარეობა არ გვაქვს, ისევ ოჯახის ექიმებსა და თერაპევტებს უნდა მივაკითხოთ

ამის შესახებ თერაპევტმა ელენე ხურციძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ექიმთან მისვლას რაც შეეხება ისევ მასთან უნდა მივიდეთ, ვისთანაც აქამდე მივდიოდით. ეს არის ოჯახის ექიმი, თერაპევტი, ანუ პირველი რიგის ექიმები ვინც არიან. თუ ეს არის მარტივი სიმპტომები, რომელსაც არ ახლავს სუნთქვის გაძნელება, ჟანგბადდამოკიდებულება და ა. შ. თუ ჩვენი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ანუ იგულისხმება, რომ მძიმე სუნთქვითი უკმარისობის პრობლემები გვაქვს, ხველაც ნახველით, ასევე ჟანბგადდამოკიდებულება და მაღალი ტემპერატურა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თანმხლებ დაავადებებს, მაშინ საჭიროა სხვა სახის ჩარევა.

ასაკთან ერთად ეს შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ბრონქული ასთმა, დიაბეტი. ქრონიკული დაავადება, რისთვისაც მედიკამენტს იღებთ ყოველდღიურად, შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა დამძიმდეს. ეს გრიპსაც ეხება და რა თქმა უნდა კორონავირუსს. ასეთი ადამიანები მიმართავენ ექიმებს, ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს ან ინფექციონისტებს და ამის შემდეგ ხდება მათი გადამისამართება”, – განაცხადა ელენე ხურციძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად