თეონა ცხომელიძე: უცნაური სიმპტომები მაქვს, ეს არის ზურგისა და სახსრების ტკივილი

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, ფეისბუქ ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობს და ყვება, იმ სიმპტომების შესახებ რომელიც მას გამოუვლინდა.

“უცნაური სიმპტომები მაქვს, რაც თურმე ახასიათებს კოვიდს და ამის შესახებ არ ვიცოდი. ეს არის ზურგის ტკივილი და სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხები.

ღამით მქონდა სიცხე, ამიტომ მივედი ექიმთან. დილით ვალდებული ვიყავი, რომ მივსულიყავი კოვიდ ცენტრში. წავედი, ჩავაბარე ანალიზი და რომ წამოვედი უკვე სიცხე აღარ მქონდა, ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც, რას ვიმატრაკვეცეთქო, 2 საათიანი სიცხის გამო რას გავქანდითქო, მაგრამ თურმე სწორად მოვიქეცი, პასუხის მოსვლამდე სახლში ვიყავი მაინც. ასე რომ არ მოვქცეულიყავი კიდე სხვებს გადავდებდი”, – განაცხადა თემონა ცხომელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად