თეონა ცხომელიძე: ტესტი უარყოფითია! დღესვე დავტოვებ აქაურობას

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ის ჟურნალისტი კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა.

ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ტესტი უარყოფითია!
და უფრო მაგარი ისაა, რომ ახალი პროტოკოლით დღესვე დავტოვებ აქაურობას
#კოვიდუარყოფითი დღე 1″, -წერს თეონა ცხომელძე
შეგახსენებთ, თეონა ცხომელიძეს COVID 19 11 სექტემბერს  დაუდასტურდა, რომელიც სავარაუდოდ, რესპოდენტისგან გადაედო. 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, მას ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ის კლინიკაში დატოვეს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად