თეონა ცხომელიძე: კოვიდ-19, დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, რომელსაც დღეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა თეონა ცხომელიძეა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დიდი ალბათობით კოვიდ-19 რესპოდენტისგან გადაედო.

“დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში.
მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.
დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს” წერს თეონა ცხომელიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად