თეონა თამაზაშვილი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მატყუარები არიან – ვიწყებ შიმშილობას!

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილს იწყებს.

ამის შესახებ განცხადება თეონა თამაზაშვილმა პროკურატურასთან გააკეთა.

მისი განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო უნდა ჩაერთოს.

“გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მატყუარები არიან, დარბიან, ალბათ ღამე არ სძინავთ, როგორ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია იმას ცდილობენ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში.

ვიწყებ შიმშილს. არ ვეთანხმები შსს-ს დეზინფორმაციებს და ვითხოვ FBI-ის ჩართულობას”,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერული ექსპერტიზის საფუძველზე ირკვევა, რომ  ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობას გეგმავდა. შსს: გარდაცვალების წინა დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემაში ეძებდა “ რა მოუვა “ფეისბუქს, თუ მე გარდავიცვლები”

თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სახელმწიფოს მკვლელობის დაფარვაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად