თეონა თამაზაშვილი: თუ სახელმწიფო უარს იტყვის საქმეში FBI-ს ჩართვის მოთხოვნაზე, შიმშილობას დავიწყებ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, აშშ-ის საელჩოში შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვის თხოვნით შტატებს საქართველომ უნდა მიმართოს.

ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო უარს იტყვის, ის შიმშილობას დაიწყებს.

“მათ თქვეს, რომ თვითონ სახელმწიფომ უნდა სთხოვოს FBI-ს ამ საქმეში ჩართვა. მე ისიც გავაჟღერე, რომ თუ სახელმწიფო ამაზე უარს იტყვის, მე, როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა დავიწყო. მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად”, – თქვა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  კელი დეგნანი საელჩოში არ იმყოფებოდა, ამიტომ საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მას პირობა მისცეს, რომ ელჩს მის მოთხოვნებს გადასცემენ.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს,  აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბნენ, სადაც ელჩთან შეხვედრა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის  გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად