თეონა თამაზაშვილი: სიმართლის დასადგენად ყველანაირ რადიკალურ ზომას მივმართავ! ეს ტაიმაუტი იყო, არ გავჩერდები!

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ 4 თვეა გასული ექსპერტიზიდან და პასუხები ჯერ არ არის. ის პროცესში FBI-ის ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ტაიმაუტი ჰქონდა აღებული კოვიდთან და არჩევნებთან დაკავშირებით. ის საგამომძიებლო ორგანოებს მიმართავს, რომ საქმე სწორად გამოიძიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველანაირ რადიკალურ ზომას მიმართავს, რაც კი არსებობს.

“4 თვეა გასული და ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, ამიტომ ხაზს გავუსვამ FBI-ს ექსპერტების ჩართულობაზე. ადრე ვითხოვდი FBI-ს ჩართულობას, მაგრამ ინტერპრეტაცია გაუკეთეს ისეთნაირად, რომ თითქოს FBI-ს გამომძიებლებს მიმართეს და ისინი არ ჩამოვლენ ასეთ შემთხვევაში. ექსპერტები ჩამოვლენ და ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს. 4 თვეა დაგროვილ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. ვითხოვ, რომ ეს  საქმე გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით, ეს არის მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა.

ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ყველაფერი გაირკვევა. ამიტომ, სანამ დროა გონს მოეგონ, წესიერად გამოიძიონ ეს საქმე და აღიარონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს. არ გავჩერდები – ჩათვალონ, რომ ტაიმაუტი იყო არჩევნებთან და კოვიდთან დაკავშირებით. სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ. იმიტომ, რომ პირნათელი წარვსდგე ჩემი შვილის წინაშე, იმ ქვეყნად როდესაც წარვსდგები. სამართლის დასადგენად ყველანაირ რადიკალურ ზომას მივმართავ, რაც კი რამე არსებობს ბუნებაში”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად